ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 ქულის დაკლება ემუქრება. ფედერალურმა პროკურატურამ „პრიზმას“ საქმის შესწავლის შემდეგ სწორედ ეს სანქცია მოითხოვა. საქმე ეხება 2021 წელს გაყალბებულ ხარჯთაღრიცხვას, რომლის თანახმად, “იუვენტუსმა” გადასახადები დამალა.
ახლა ჯერი სასამართლოზეა, რომელზეცაა დამოკიდებული მიიღებს თუ არა, განხილვაში პროკურატურის მიმართვას და დასჯის თუ არა, „იუვენტუსს“. თუ სანქცია დამტკიცდა, „იუვეს“ სატურნირო ცხრილში 9 ქულა გამოაკლდება, რაც გუნდის მიზნებზე ცხადია, სერიოზულად იმოქმედებს.
გარდა ამისა, პროკურატურამ მოითხოვა ანდრეა ანიელისთვის 16, ფაბიო პარატიჩისთვის 20, პაველ ნედვედისთვის 12 და ფედერიკო კერუბინისთვის 10-თვიანი დისკვალიფიკაცია.
სასამართლოდ გადაწყვეტილების შემდეგ „იუვენტუსს“ განაჩენის გასაჩივრების უფლება სააპელაციო სასამართლოში ექნება.