მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს!

“იუვეს” სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს!

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 ქულა დააკლო! ინფორმაცია ოფიციალურია.

პროკურორმა სასამართლოს 9 ქულით დასჯა შესთავაზა, მაგრამ განაჩენი უფრო მძიმე გამოდგა და ანდრეა ანიელის გუნდს 15 ქულა ჩამოაკლდა. ამრიგად, ახლა სატურნირო ცხრილში 37-ის ნაცვლად 22 ქულა აქვს და მესამე ადგილიდან მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 12 ქულა აშორებს.

„იუვენტუსი“ გაამტყუნეს კაპიტალის გაზრდის საქმეზე, ე.წ. Plusvalenza-ს საქმეში. აღსანიშნავია, რომ გამოძიება კიდევ 8 გუნდის საქმით იყო დაინტერესებული, მაგრამ ყველა სხვა გუნდი გაამართლეს და მათ არანაირი სასჯელი არ დააკისრეს.

„იუვენტუსს“ შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს და კლუბი ამ უფლებით ისარგებლებს.

გარდა ამისა, ფიზიკურ პირებსაც სასჯელი დაეკისრათ: ანდრეა ანიელის და მაურიციო არივაბენეს 24-24, ფაბიო პარატიჩის 30, ფედერიკო კერუბინის 16 და პაველ ნედვედს 8 თვით დისკვალიფიკაცია და ისინი ამ პერიოდში ფეხბურთში ვერ დასაქმდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს განაჩენი მხოლოდ კაპიტალის საქმეს ეხება, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს ხელფასების გადავადებისა და სხვადასხვა დარღვევების შესახებ. ასე რომ, იტალიაში ვარაუდობენ, რომ “იუვეს” უფრო მძიმე სასჯელი წინ ელის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …