მთავარი / სიახლეები / პოგბა, ლოკატელი და სხვები: როგორი იქნება “იუვეს” ნახევარდაცვა ახალ სეზონში

პოგბა, ლოკატელი და სხვები: როგორი იქნება “იუვეს” ნახევარდაცვა ახალ სეზონში

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება იქნება.

იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, ვინ იქნება პოგბას გვერდით ნახევარდაცვაში? ამ ეტაპზე ერთადერთი დარწმუნებით მხოლოდ მანუელ ლოკატელის დარჩენაა გადაწყვეტილი. იტალიელი და ფრანგი ნახევარმცველები მომდევნო სეზონს „იუვეში“ გაატარებენ.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბმა ფაბიო მირეტი შეინარჩუნოს, არც გაანათხოვროს და არც 23-წლამდე გუნდში დააბრუნოს. მირეტიმ სეზონის ბოლო ნაწილში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასიმილიანო ალეგრის ის ძალიან მოსწონს. ამიტომაც, მირეტი დიდი ალბათობით, გუნდის ნაწილი იქნება.

დენის ზაკარია, რომელიც „ბებერ ქალბატონს“ იანვარში შეუერთდა, სავარაუდოდ დარჩება, მაგრამ იმ 6 თვეში, რომელიც მან ტურინში დაჰყო, მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიელი შანსს მიიღებს.

ნიკოლო ფაჯოლი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და შეკრებას „იუვესთან“ ერთად გაივლის, რის შედეგადაც შეფასდება მისი მომავალი. შეიძლება ნიკოლო გუნდში დარჩეს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ იჯარით სხვა კლუბში გაუშვან სათამაშო დროისა და გამოცდილების მისაღებად.

ვესტონ მაკკენისა და ადრიენ რაბიოს მომავალი ბუნდოვანია. ფრანგს მომდევნო სეზონში კონტრაქტი ეწურება და ორივე მხარისთვის ახლა განშორება მომგებიანია. „იუვესთვის“ ბოლო შანსია მისგან ფინანსური სარგებელი მიიღოს, ხოლო წასვლა თავად რაბიოსაც სურს. მაკკენი კი ტურინელთათვის საჭირო ფეხბურთელია და შეიძლება რომ დარჩეს, მაგრამ თუ იტალიელები ამერიკელში სარფიან წინადადებას მიიღებენ, ხელშეუხებელი მოთამაშე სულაც არაა.

აარონ რემზი და არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედიან. უელსელი „რეინჯერსიდან“ იჯარით ბრუნდება, მაგრამ მას კლუბში დარჩენის შანსი არ აქვს. ბრაზილიელის შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულადაა, მაგრამ ტურინელები და ფეხბურთელის აგენტი მუშაობენ, რათა ტრანსფერი შედგეს და არტურმა ტურინი დატოვოს.

და ბოლოს ნიკოლო როველა, რომელიც „იუვეს“ „ჯენოაში“ ჰყავდა განათხოვრებული, მაგრამ კლუბს ამ ზაფხულს უნდა შეუერთდეს. იტალიის 21-წლამდე ნაკრების ლიდერის ბედი ჯერ გაურკვეველია და როველასთან დაკავშირებით კლუბს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …