მთავარი / სიახლეები / პოგბა ისევ ტრავმირებულია და მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს

პოგბა ისევ ტრავმირებულია და მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა ისევ ტრავმირებულია. მან მორიგი დაზიანება „სამპდორიასთან“ მატჩამდე მიიღო და დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

იტალიური მედია წერს, რომ პოგბა მინიმუმ 20 დღე იუქმებს, შეიძლება მოედანზე 1 თვეც ვერ გავიდეს. სხვათა შორის, J Medical-იდან გამოსული პოგბა ფანებს ავტოგრაფებისთვის არ გაუჩერდა, უთხრა, რომ ამის თავი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, უკვე მას მენტალური პრობელემებიც გაუჩნდა.

სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ლეონარდო ბონუჩისაც, რომელიც „სამპასთან“ ტრავმის გამო შეცვალეს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 35 წუთი ითამაშა და 35 მატჩი გაუცდა. თუ პრობლემები გაგრძელდა, შესაძლოა, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტონ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …