მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სამპდორიას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სამპდორიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში „სამპდორია“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის“ ბოლო ნახევარმცველი, რომელმაც ერთ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, პოლ პოგბა იყო (2015-2016 წლების სეზონში, მან თავი 10-ჯერ გამოიჩინა). რაბიოს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად სეზონის ბოლომდე საკმარისი დრო აქვს.

მატიას სულე „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა და დაბადებულია 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ.

ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში მესამე დუბლი შეასრულა (ორი სერია A-ში „სამპდორიასა“ და „ემპოლისთან“, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე „მაკაბისთან“).

ბოლო ხუთ სეზონში (2018-2019 წლები სსეზონიდან) ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატებში, მხოლოდ კევინ დე ბრუინმა გააკეთა მეტი საგოლე პასი (54), ვიდრე ფილიპ კოსტიჩმა (52). საუბარი ნახევარმცველებზე.

2019-2020 წლების სეზონიდან მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკმა გაიტანა ტოპ ხუთ ჩემპიონატებში უფრო მეტი გოლი თავით მცველებს შორის, ვიდრე გლეისონ ბრემერმა (9).

ბრემერმა მიმდინარე სეზონში „იუვეს“ მაისურით მეოთხე გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, ყველა საშინაო მატჩში და ყველა თავური დარტყმით. ზოგადად, მხოლოდ ვიქტორ ოსიმენსა და ლუკა იოვიჩს აქვთ სერია A-ს მოთამაშეებს შორის უფრო მეტი გოლი თავით გატანილი (ყველა ტურნირზე).

„იუვენტუსმა“ ორი გოლი 72 წამის მონაკვეთში გაუშვა და ბოლოს ასე სწრაფად ორი გოლი სერია A-ში 2011 წლის 9 მაისს, „კიევოს“ წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი (მაშინ 61 წამში).

ყველა ტურნირზე „იუვენტუსის“ 10 გოლიდან 7 თავური დარტყმით გავიდა.

მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ (გასული სეზონის დასაწყისიდან) „იუვენტუსმა“ ყველა შეჯიბრში 89 მატჩში 89 სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ს ერთ მატჩში 2016 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა სამი გოლი თავით. მაშინაც „სამპდორიას“ წინააღმდეგ და ახლაც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …