მთავარი / სიახლეები / პოგბა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და “იუვენტუსს” ელოდება

პოგბა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და “იუვენტუსს” ელოდება

პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ არ განაახლებს და ინგლისურ კლუბს უფასოდ დატოვებს.

როგორც Tuttosport-ი წერს, ფრანგ ნახევარმცველს „პარი სენ ჟერმენი“ ეპატიჟება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან პოლს „იუვეში“ დაბრუნება უფრო მეტად სურს. ამიტომაც, პოგბა ტურინული კლუბის წინადადებას ელოდება.

ფრანგის დაბრუნების ერთ-ერთი ინიციატორი მასიმილიანო ალეგრია და უფასოდ მისი კალიბრის ფეხბურთელის დამატება კლუბშიც სურთ, მაგრამ პრობლემა ძალიან მაღალ ხელფასს უკავშირდება, რაც „იუვეს“ ახალ პროექტს არ შეესაბამება.

ამიტომაც, ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. ფაქტი ისაა, რომ „იუვენტუსიც“ ფიქრობს პოგბას დაბრუნების შესაძლებლობაზე, ყველაფერს კი დარჩენილი პერიოდი გამოაჩენს. 1 ივლისამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი – ეს არის თარიღი, როცა პოგბა თავისუფალი აგენტი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …