მთავარი / სიახლეები / მორატას მომავალი სეზონის მიმდინარე ეტაპზე წყდება

მორატას მომავალი სეზონის მიმდინარე ეტაპზე წყდება

ალვარო მორატას მომავალი სეზონის ამ ნაწილში წყდება. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსსა“ და „ატლეტიკოს“ შორის მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არ არის.

მორატას ორწლიანი იჯარა 30 ივნისს იწურება, ხოლო „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ესპანელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბს მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ „იუვე“ გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს, რაც 35 მილიონ ევროს შეადგენს. ამიტომაც, ტურინელები „ატლეტიკოს“ ფასის დაკლებაზე დაელაპარაკებიან, რომელიც მაქსიმუმ 20 მილიონი ევროთი უნდა განისაზღვროს.

იქიდან გამომდინარე, რომ „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ შორის კარგი ურთიერთობაა, ხოლო ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს, შესაძლოა „როხიბლანკო“ დათმობაზე წავიდეს და მორატას ფასი დაუკლოს.

მიმდინარე სეზონში ალვარო მორატამ ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …