მთავარი / სიახლეები / სერია A / “ინტერთან” მატჩის შემდეგ დე შილიო გააძევეს და დისკვალიფიცირებულია

“ინტერთან” მატჩის შემდეგ დე შილიო გააძევეს და დისკვალიფიცირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მატია დე შილიო „კალიარისთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

როგორც გაირკვა, დე შილიო მასიმილიანო ირატიმ პროტესტისთვის „ინტერთან“ მატჩის დასრულების შემდეგ გააძევა, ამდენად დისკვალიფიკაციას მოიხდის.

„კალიარისთან“ ვერ ითამაშებს ალვარო მორატაც, რომელიც გააფრთხილეს და რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტში იყო, მოედანზე ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …