მთავარი / სიახლეები / პოგბას “იუვეში” დაბრუნება უნდა და რაიოლას ამის შესახებ აცნობა

პოგბას “იუვეში” დაბრუნება უნდა და რაიოლას ამის შესახებ აცნობა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას ეშურება და კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება არ განაახლებს.

პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლა შეეძლება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად თავის ყოფილ კლუბში „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და ამის შესახებ მინო რაიოლასაც აცნობა.

პოგბა მზადაა, რომ „იუვეში“ დასაბრუნებლად მისი მოქმედი ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს, რადგან იტალიური გრანდი ფინანსურ კრიზისშია და პოლის ამჟამინდელი ხელფასის გადახდა არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ კარიერის საუკეთესო წლები 2012-2016 წლებში სწორედ „იუვენტუსში“ გაატარა, რომელსაც „მანჩესტერიდან“ უფასოდ შეუერთდა, ხოლო 2016 წლის ზაფხულში იმავე „წითელი ეშმაკების“ რიგებში 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …