მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჯირელის დუბლით “ვოლფსბურგთან” ფრე ითამაშა

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჯირელის დუბლით “ვოლფსბურგთან” ფრე ითამაშა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გერმანულ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა, რომელიც ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ტურნირის ფავორიტთა შორისაა.

„იუვემ“ გამოცდილ და ძლიერ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ქულა მოიპოვა. ტურინელები 22-ე წუთზე კრისტიანა ჯირელის გოლით დაწინაურდნენ და იგებდნენ, მაგრამ სამ წუთში „ვოლფსბურგმა“ წონასწორობა აღადგინა.

65-ე წუთზე „მგლებმა“ იტალიელთა კარი მეორედ დალაშქრეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ჯირელიმ საჯარიმოში კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

„დელ პიეროს დაბადების დღეზე დუბლის შესრულება ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც ამ სტადიონზე, ნამდვილი ოცნებაა“, – თქვა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯირელიმ.

„იუვენტუსის“ ქალთა გუნდს ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ჩამორჩება „ჩელსის“ 3 და „ვოლფსბურგს“ 1 ქულით, მომდევნო ტურში კი 18 ნოემბერს, სტუმრად ისევ „ვოლფსბურგს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …