მთავარი / სიახლეები / მორატა: “შეურაცხყოფა შეიძლება, სიძულვილი არა, ზოგჯერ საწოლიდან ადგომის სურვილიც არ მაქვს”

მორატა: “შეურაცხყოფა შეიძლება, სიძულვილი არა, ზოგჯერ საწოლიდან ადგომის სურვილიც არ მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ გულშემატკივრების მხრიდან სტვენა და შეურაცხყოფა მისაღებია, მაგრამ სიძულვილი არა. მორატამ აღნიშნა, რომ იმდენად რთული მომენტები გამოიარა, როცა საწოლიდან ადგომის სურვილიც არ ჰქონდა.

„ყველანი ზეწოლის ქვეშ ვართ, მე შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ, რომ იჯარით ვთამაშობ. მაგრამ, როდესაც შენი ბედის პატრონი თავად ხარ, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია, მუშაობაა. ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გამოვტოვე, დაბრუნების შემდეგ კი ფიზიკურად კარგად არ ვიყავი. ბოლო მატჩებში მარცხნივ ვითამშე, თითქმის გარემარბის პოზიციაზე. თუმცა, მთავარია, ვითამაშო და გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი მთხოვს. ცხადია, მინდა უკეთ ვითამაშო და მეტი გოლი გავიდა, მაგრამ ტრავმამდე კარგ ფორმაში ვიყავი, მერე კი აღდგენა გამიჭირდა.

სერია A-ში კარგი პერიოდი არ გვაქვს. ძალიან რთული იქნება ლიდერებში დაბრუნება, მაგრამ წარსულში ამის გაკეთება შევძელით, ობიექტურები უნდა ვიყოთ, დავივიწყოთ რაღაცები და ვიმუშავოთ, რომ პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავბრუნდეთ.

ევრო 2020-ის დროს მოკვლით მემუქრებოდნენ. რომ არა მწვრთნელი და ჩემი თანაგუნდელები, კიდევ უფრო საშინელ პერიოდს გამოვივლიდი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ იტალია რომ დაგვემარცხებინა, ინგლისთან უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა, მეტოქეების და გულშემატკივრების პატივისცემა მოვიპოვეთ.

ფანების სტვენა? არასდროს არავის მოსწონს. იდეალური არავინ არის, ჩვენ არ ვართ მანქანები და ვიცი, რას ელოდებიან ჩემგან. არის რაღაცები, რაშიც წინ უნდა ვიაროთ. არსებობს სიძულვილიც, მინახავს მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად არიან და სიძულვილს გადმოსცემენ, ისინი ამას თავიანთ შვილებსაც ასწავლიან. თუმცა, მჯერა, რომ რაღაცები იცვლება, ხალხი ხვდება, რომ ზღვარი არსებობს. მოედანზე შეუძლიათ შეურაცხყოფა მომაყენონ, შემაფურთხონ, მაგრამ არა მაშინ, როცა ქუჩაში ოჯახთან ერთად სასეირნოდ ვარ გასული. იყო შემთხვევები, როცა საწოლიდან ადგომაც არ მინდოდა. ხშირად მითქვამს, რომ ბევრი ცუდი გამოვიარე და სხვა მენტალიტეტით შესაძლოა, უკეთესი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. თუმცა, ასევე მაქვს ნებისყოფა, რომ რთული პერიოდი დავძლიო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მექნებოდა ის კარიერა, რომელიც მაქვს“, – თქვა მორატამ El Pais-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალვარო მორატას 4 გოლი აქვს გატანილი – 2 სერია A-ში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …