ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ფიასკოს შემდეგ ვარჯიში განაახლა და დღეს გუნდთან ერთად დუშან ვლაჰოვიჩმა და პოლ პოგბამ ივარჯიშეს.
ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი ამბავია, რადგან თითქმის მთელი სეზონი მათ გარეშე მიმდინარეობს. პოგბას ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ვლაჰოვიჩი მოედანზე ბოლოს 25 ოქტომბერს იყო.
„მონცასთან“ ხუთშაბათს გასამართ მატჩში, რომელიც იტალიის თასის ეგიდით შედგება, მათი განაცხადში ყოფნა გამორიცხულია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ალეგრიმ ისინი განაცხადში შეიყვანოს კვირას, ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩისთვის.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 22 იანვარს გაიმართება, მანამდე 19 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში ტურინული გრანდი „მონცას“ უმასპინძლებს.
🔙 at training 💪⚪️⚫️ pic.twitter.com/whLhkM476Q
— JuventusFC (@juventusfcen) January 16, 2023