მთავარი / სიახლეები / სერია A / პანუჩი: “უმჯობესია, 5 გოლი ერთ მატჩში გაუშვა, ვიდრე 5 მატჩი 0:1 წააგო”

პანუჩი: “უმჯობესია, 5 გოლი ერთ მატჩში გაუშვა, ვიდრე 5 მატჩი 0:1 წააგო”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ ნეაპოლში „იუვენტუსის“ მარცხის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეს“ კრიზისიდან გამოსვლის პოტენციალი აქვს და ასეთი წარუმატებელი თამაშის ჩატარება ფეხბურთში ზოგჯერ შესაძლებელია.

„არ ველოდი, რომ „იუვე“ 1:5 დამარცხდებოდა. „ნაპოლი“ ძლიერია და დიდებული თამაში ჩაატარა, დამსახურებულადაა მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე. 8 ტურის განმავლობაში „იუვენტუსი“ იდეალური იყო, მაგრამ ეს მათი დღე არ იყო. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ შეიძლება ასეთი მატჩები იყოს, მთავარია, ამაზე აღარ იფიქრონ.

როგორც ფაბიო კაპელო ამბობდა, უმჯობესია 5 გოლი ერთ თამაშში გაუშვა, ვიდრე ხუთ თამაშში და ყველა მატჩი 0:1 წააგო. „იუვეს“ აქვს პოტენციალი, რომ ამ სიტუაციას თავი დააღწიოს“, – თქვა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 იანვარს, იტალიის თასზე „მონცასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …