სტამბოლის “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი ტურინში იმყოფებოდა, სადაც ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩს დაესწრო.
პიანიჩმა შემთხვევით ისარგებლა და კონტინასას ბაზას ესტუმრა, სადაც მასიმილიანო ალეგრი და ყოფილი თანაგუნდელები მოინახული. მირალემი იქ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დარჩა.
ბოსნიელს ხუმრობით ჰკითხეს, “იუვეში” ხომ არ დაბრუნდა და უპასუხა, რომ – არა. ისე კი, გასულ ზაფხულს ახლოს იყო დაბრუნებასთან, მაგრამ გარიგება საბოლოოდ არ შედგა და კარიერა თურქეთში გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი “იუვენტუსში” 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა.