მთავარი / სიახლეები / ანტონიო კაბრინი “იუვეზე”, კიეზაზე, იტალიის ნაკრებსა და სერია A-ზე

ანტონიო კაბრინი “იუვეზე”, კიეზაზე, იტალიის ნაკრებსა და სერია A-ზე

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანტონიო კაბრინიმ „იუვეზე“, ფედერიკო კიეზაზე, სერია A-სა და იტალიის ნაკრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ დასკვნებით გაკეთება ადრეა და „იუვეს“ შეუძლია მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება.

„იტალიის მარცხი ესპანეთთან? არ შეიძლებოდა წაუგებელი სერია მუდმივად გაგრძელებულიყო. ყალბი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება მოხდეს, ცუდი მატჩი იყო, 45 წუთი 10 კაცის შემადგენლობით ძალიან ძლიერ მეტოქესთან. მთავარია ფეხზე დარჩენა და მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ფიქრი, ამ შემთხვევაში ბელგიასთან. ვინაიდან იტალია ევროპის ჩემპიონია, ნორმალურია, მას საუკეთესოდ თვლიან და მეტოქეებიც უფრო მონდომებით თამაშობენ.

სერია A-ს სეზონი? რამდენიმე გუნდი იბრძვის პირველოვებისთვის. „ნაპოლი“ შესანიშნავ ფორმაშია და შეიძლება ყველაზე ძლიერი იყოს ამ სეზონში, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჯერ ადრეა რაიმე კონკრეტულის სათქმელად. შეფასებისთვის მინიმუმ გაზაფხულს უნდა დაველოდოთ.

„იუვენტუსი“ ყოველთვის „იუვენტუსია“ და ეს სხვა გუნდებმაც იციან. მას შეუძლია დადებით შედეგებს მიაღწიოს და პირველ პოზიციებზე დაბრუნდეს. ისტორია ამბობს, რომ „იუვე“ არასდროს ნებდება. საერთაშორისო დონეზე გამარჯვებებიც ხელს უწყობს ზრდას. ძალიან დელიკატური სტარტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მოპოვებულმა გამარჯვებებმა გუნდს სტიმული მისცა, თუმცა, აუცილებლად უნდა მოუმატოს.

კიეზა? ის ყოველთვის იყო საინტერესო ფეხბურთელი, მას მერე, რაც „ფიორენტინაში“ თამაშობდა. ცხადი იყო, რომ მისი თვისებების განვითარება შეიძლებოდა. ალეგრი მისგან კიდევ მეტს ელოდება და ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს მნიშვნელოვანი თვისებები აქვს გაუმჯობესებისთვის“, – თქვა კაბრინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …