ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელს კუნთის პრობლემა აქვს და რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს.
დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ დიბალას სეზონის პირველი ამხანაგური თამაშის გამოტოვება მოუწევს, რომელსაც „იუვე“ 24 ივლისს, „ჩეზენას“ წინააღმდეგ გამართავს.
მოედანზე პაულოს დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.