მთავარი / სიახლეები / კიელინის აგენტი: “ჯორჯოს “იუვეში” დარჩენა უნდა, მაგრამ ახალი არაფერია”

კიელინის აგენტი: “ჯორჯოს “იუვეში” დარჩენა უნდა, მაგრამ ახალი არაფერია”

ჯორჯო კიელინის ახალ კონტრაქტზე სიახლე არაფერია. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ლიპიმ განაცხადა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიელინის „იუვენტუსში“ დარჩენა სურს.

„ჯორჯო ძალიან წყნარად და მშვიდადაა. ახალი არაფერია, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ კიელინი კარიერას დაასრულებს, აბსურდია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის თამაშს გააგრძელებს. მიზანი „იუვენტუსში“ დარჩენაა, მაგრამ კონტრაქტი ორი მხარის მიერ ფორმდება“, – თქვა დავიდე ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ჯერჯერობით, ის არ განახლებულა. ამდენად, იტალიელი მცველი, რომელიც სულ მალე 37 წლის ხდება, თავისუფალი აგენტია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …