ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა.
დიბალამ არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშა, მაგრამ ურუგვაისთან შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოჩენილა. იტალიური მედიის ცნობით, მას კუნთის პრობლემა შეექმნა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე და დიბალას გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.
„იუვენტუსს“ ზუსტად ერთ კვირაში საკმაოდ რთული და გადატვირთული გრაფიკი ეწყება, პაულოს გამოკლება კი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ერთი თვე უკვე გაუცდა, სერიოზული დარტყმა იქნება.
გარდა ამისა, ამავე მატჩში როდრიგო ბენტანკურმაც ტრავმა მიიღო. ურუგვაელი ფეხბურთელი ხოაკინ კორეასთან შეჯახებისას დაშავდა და მისი დიაგნოზიც ამ ეტაპზე უცნობია.