ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების, არტურისა და ფედერიკო ბერნარდესკის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თავისი კლიენტების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მან არ გამორიცხა, რომ არტურმა გუნდი იანვარში დატოვოს, ხოლო ბერნარდესკის „იუვეს“ დატოვება არ სურს და კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეიძლება გაახანგრძლივოს.
„არტურს სურს თავისი გუნდის წამყვანი მოთამაშე იყოს, განსაკუთრებით წელს, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატია. ვაფასებთ „იუვენტუსთან“ ერთად სიტუაციას. მშვიდად ვართ, გამოსავალს ვიპოვით. ბოლო სამ მატჩში მას საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა, ორჯერ ძირითადშიც იყო.
ბერნარდესკის კარიერაში პოზიტიური მომენტია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ არ ვართ განახლების წინააღმდეგი. ატლერნატიული ვარიანტების შეფასება ჩემი საქმის ნაწილია და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს. თუმცა, ის „იუვედან“ წასვლაზე არ ფიქრობს“, – თქვა პასტორელომ.