“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება შედგა და არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
პარედესი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ, პლუს 5 მილიონ ბონუსად იქნება შესაძლებელი.
პარედესის გამოსყიდვის ვალდებულება გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში გააქტიურდება.
ლეანდრო პარედესისთვის იტალია უცხო არაა, რადგან „კიევოს“, „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში აქვს ნათამაშები.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი