ლეანდრო პარედესის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჯერ კიდევ შეფერხებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება დიდი ხანია არსებობს და თითქმის პსჟ-სთანაც, მაინც პრობლემაა.
როგორც ცნობილი გახდა, პარიზელები იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვენ, ხოლო „იუვეს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით სურს. სწორედ ამ საკითხზე მხარეები მოლაპარაკებებს და მუშაობას აგრძელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტურინში თავდაჯერებული არიან და ოპერაციის წარმატებით დასრულების დიდი იმედი აქვთ, გაიჟღერა სათადარიგო ვარიანტმაც – „ასტონ ვილადან“ დუგლას ლუისის ტრანსფერმა.
ჯერჯერობით, „იუვენტუსისთვის“ პრიორიტეტული ისევ არგენტინელი ნახევარმცველის დამატებაა, თუმცა გამორიცხული არაფერია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი ორი დღეა დარჩენილი.