ლონდონის „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ვესტონ მაკკენის ტრანსფერით დაინტერესებულია.
როგორც Tuttosport-ი წერს, პარატიჩი მზადაა ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს და „იუვეს“ ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, „ტოტენჰემის“ ფრანგი საყრდენი, ტანგი ნდომბელე შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მას „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ „ლიონში“ თამაშისას აკვირდებოდა.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ტურინელებმა პარატიჩის წინადადებაზე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ბოლო პერიოდში მაკკენის გუნდიდან სავარაუდო წასვლაზე იტალიური მედია აქტიურად წერს და შესაძლოა ამერიკელმა „იუვე“ დატოვოს.