მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელი აღარ არის

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელი აღარ არის

კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ სამწლიანი ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა.

რონალდუს სანაცვლოდ „იუვემ“ 28 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მან ინგლისელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 29 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წელს „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი ტრანსფერი 2018 წლის 10 ივნისს გაოფიციალურდა.

მას შემდეგ კრიშტიანუმ ტურინში 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა და არაერთი რეკორდი დაამაყარა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლი „იუვენტუსში“ ყველაზე სწრაფად გაიტანა, ასევე ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი მის აქტივშია – 37 გოლი 2019-2020 წლების სეზონში.

რონალდუმ „იუვენტუსთან“ ერთად ორ-ორჯერ იტალიის ჩემპიონობა და იტალიის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო ერთხელ იტალიის თასი. თუმცა, მთავარი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, სადაც მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა. კრიშტიანუმ გუნდის დატოვება თავად მოითხოვა და კლუბმა მისი სურვილი დააკმაყოფილა.

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …