მთავარი / სიახლეები / რონალდუ “სიტიში” არა, მაგრამ “იუნაიტედში” გადადის, რომელიც 28 მილიონს იხდის

რონალდუ “სიტიში” არა, მაგრამ “იუნაიტედში” გადადის, რომელიც 28 მილიონს იხდის

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსს” დატოვებს, მაგრამ არა “მანჩესტერ სიტიში”, არამედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა.

“სიტიმ” გადაწყვიტა, რომ ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს და საქმეში “იუნაიტედია”, სადაც რონალდუ 2003-2009 წლებში თამაშობდა. უკვე მზადაა ორწლიანი კონტრაქტი, ხოლო “იუვეს” “წითელი ეშმაკები” 28 მილიონ ევროს გადაუხდიან.

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა გუნდიდან წასვლა მოითხოვა და ტურინი უკვე დატოვა. ის ამჟამად ლისაბონშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …