ტურინის „იუვენტუსის“ ვებგვერდმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და სერბი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ ღირსებას დაიცავს.
დუშანმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი განახლება ერთი წლით ავტომატურად იქნება შესაძლებელი. „ფიორენტინამ“ 70 მილიონი ევრო, ამას 5 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.
სერბი თავდამსხმელი „იუვენტუსში“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბოლოს კრიშტიანუ რონალდუს ემოსა.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „ფიორენტინაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 108 მატჩში 49 გოლი გაიტანა, მათ შორის, 20 მიმდინარე სეზონში. კარიერა მან „პარტიზანში“ დაიწყო, სერბეთის ნაკრებში კი 14 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.
𝗤𝗨𝗜, 𝗔𝗗𝗘𝗦𝗦𝗢, #𝗗𝗩𝟳! 🔥✅
— JuventusFC (@juventusfc) January 28, 2022