მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ მატაის დე ლიხტს გერმანულ გრანდში გადასვლა სურს.
„გვქონდა და გვაქვს მოლაპარაკებები. მას „ბაიერნში“ მოსვლა სურს“, – თქვა გერმანულ მედიასთან დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „იუვეს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, ტურინელები კი 90-100 მილიონ ევროს ითხოვენ. როგორც იტალიური მედია წერს, ორშაბათს გერმანელები „იუვენტუსს“ ახალ შეთავაზებას წარუდგენენ.