მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი “იუვეს” ემოციური წერილით დაემშვიდობა: “ჩემი ოჯახი დავტოვე”

ბერნარდესკი “იუვეს” ემოციური წერილით დაემშვიდობა: “ჩემი ოჯახი დავტოვე”

ფედერიკო ბერნარდესკი კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფედერიკომ სოციალურ ქსელში „იუვენტუსთან“ დასამშვიდობებელი სიტყვები გამოაქვეყნა.

„ერთი ცხოვრების გზა დასრულდა. ეს ქალაქი, ეს ფერები, თან ახლდა ჩემს გზას, როგორც სპორტსმენს, როგორც მამაკაცს და როგორც მამას. 5-წლიანი მოგზაურობა, რომელიც შედგება დაუვიწყარი გამარჯვებებისა და მტკივნეული მარცხებისგან, რომელიც მთავრდება პროფესიული ცვლილებისა და პირადი ევოლუციის მომენტით.

კრიტიკა სტიმული იყო, ტაში – სიამაყე. ვტოვებ ტურინს, ჩემს სახლს. ვტოვებ „იუვენტუსს“, ოჯახს. მადლიერებით და პატივისცემით. მადლობა ყველას!“, – დაწერა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …