ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მათი შეთავაზება სამართლიანი და სჯერათ, რომ 23 წლის ნახევარმცველის დამატებას მოახერხებენ.
„ლოკატელი? ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობთ. „სასუოლოსთან“ ვისაუბრეთ, გვჯერა, რომ ჩვენი შეთავაზება შესაფერისია. ჩვენ გვინდა ლოკატელი და მას უნდა “იუვეში” თამაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინადადება არის კარგი და სამართლიანი. გვჯერა და გვინდა, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს, ეს ნათელია“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებებს თვეზე მეტია აწარმოებს, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწიეს.