ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისთან“ 1:5 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5 – ნახევარი სასწაული არ არის საკმარისი, რომ ოსიმენის გოლი თავიდან აირიდოს. კვარას გოლზე ალბათ მეტის გაკეთება შეეძლო. მერეც ვერაფერი გააკეთა.
დანილო 4.5 – როდესაც „ნაპოლი“ სისწრაფეს უმატებდა, სირთულეები შეექმნა, როგორც მთელ დაცვას. კვარაცხელიას შეზღუდვა ვერ მოახერხა.
ბრემერი 4 – „იუვეში“, რაც თამაშობს, ყველაზე ცუდი თამაში იყო. პირველ გოლზე გაჩერებული იდგა, როგორც მთელი დაცვა, შემდეგ ცარიელ კარში ვერ გაიტანა და ანგარიში ვერ გაათანაბრა, „იუვეს“ საუკეთესო მომენტში კი ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტს გოლი აჩუქა. მეორე ტაიმშიც ბევრი შეცდომა დაუშვა.
ალექს სანდრო 4.5 – მეორე ტაიმში თანაგუნდელ მცველებთან ერთად ჩაიძირა.
კიეზა 5 – მთელი ფლანგის კონტროლი დაევალა, მაგრამ ოსიმენის პირველ გოლში გამოჩნდა, რომ ეს მისი როლი არ არის. უკეთესი, ბევრად უკეთესი იყო მარცხენა ფლანგზე შემტევის როლში, სადაც კვარას კონტროლზე ფიქრიც არ უწევდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა უტევდა.
ილინგი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
მაკკენი 5 – დარბის, მაგრამ ვერაფერს ქმნის და მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა პირველ გოლში კვარაცხელია გაექცა.
ლოკატელი 6 – მას ცუდად არ უთამაშია, ოსიმენმა დააშავა და შეცვალეს.
პარედესი 5.5 – თამაშში 1:3-ზე ჩაერთო და „იუვეს“ არეული თამაში ვერ დაალაგა.
რაბიო 6 – რთულ მომენტებშიც ცდილობს თავი ამღლა ასწიოს, მაგრამ ყოველთვის ძალიან მარტო იყო.
სულე შ.გ – მანაც ბოლო წუთები ითამაშა.
კოსტიჩი 5 – ბევრი იტანჯა.
დი მარია 7 – შუქი სიბნელეში. ჩაჭრა ბურთი და ხარიხას მოარტყა. ამ მომენტიდან იღვიძებს „იუვე“. მან შეუნარჩუნა გუნდს შანსი პირველი ტაიმის ბოლოს. ის მოედანზე იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თანაგუნდელები მარტო ტოვებდნენ ყველას წინააღმდეგ.
მირეტი შ.გ – ფაბიომ ბოლო წუთები ითამაშა.
მილიკი 6 – მარტო მუშაობს და დი მარიას სრულყოფილი პასი მისცა გოლის მომენტში.
კინი 5.5 – ალბათ ის უფრო სასარგებლო იქნებოდა მილიკთან ერთად და არა მის ადგილას.
ალეგრი 4.5 – პირველ ტაიმში „იუვემ“ რაღაც მეტი დაიმსახურა, მეორე ტიმში კოლაფსი არ არის მხოლოდ უიღბლობა, არამედ მიუთითებს დაშორებას დღებანდელ „იუვესა“ და „ნაპოლის“ შორის. ამჯერად სპალეტიმ გაკვეთილი ჩაუტარა.