მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ რა არის ჩვენი შესაძლებლობები”

დანილო: “ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ რა არის ჩვენი შესაძლებლობები”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ „ნაპოლისთან“ მარცხის (1:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მაქსიმუმზე უნდა იფიქროს და სწორი დამოკიდებულებით ითამაშოს.

„ფენომენები არ ვიყავით ამ თამაშამდე და არც ახლა ვართ ყველაზე ცუდები. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ღირებულება და შესაძლებლობები, როგორც გუნდის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გავაგრძელებთ გზას, რომელსაც აქამდე გავდიოდით, რთულ სიტუაციაში მანამდეც ვიყავით და დავძლიეთ.

დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ისინი ჩვენზე სწრაფად თამაშობდნენ. სკუდეტო? ვფიქრობ, რომ ყველა თამაშში სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, ახლა ვერ ვიფიქრებთ იმაზე, რაც ივნისში გადაწყდება. მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიფიქროთ მაღალ ადგილებზე, ვიცით, რომ „იუვე“ მიზნად საუკეთესოს ისახავს და იმსახურებს“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 37 ქულით მეორე-მესამე ადგილს „მილანთან“ ერთად იყოფს. „ბიანკონერი“ მომდევნო ტურში 22 იანვარს, „ატალანტას“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე იტალიის თასის მერვედფინალში „მონცას“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …