ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, იტალიაში ანტიიუვენტინოებს უკვირთ, სად ჰქონდა „იუვეს“ სერბი ტრანსფერისთვის ფული, რაზეც მოჯიმ ძალიან ცინიკურად უპასუხა:
„ფული ვლაჰოვიჩის ტრანსფერისთვის? „იუვენტუსი“ ეკუთვნის ანიელის ოჯახს და მისი სიმდიდრის 2% საკმარისია მილანის „ინტერის“ შესაძენად. ეს არ არის ხუმრობა, არამედ რეალური ფაქტია“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ კლუბებს შორის 67 მილიონისა და ბონუსებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.