მთავარი / სიახლეები / “მანჩესტერ სიტი” მზადაა დიბალას სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს

“მანჩესტერ სიტი” მზადაა დიბალას სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალას “მანჩესტერ სიტი” უკავშირებენ.

დიბალას “იუვენტუსთან” კონტრაქტი ეწურება და ამ ზაფხულს შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. „ქალაქელები“ არგენტინელი თავდამსხმელის შეძენას შეეცდებიან და მზად არიან შესთავაზონ კონტრაქტი სეზონში 10 მილიონი ევროს ოდენობით.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა “ბიანკონერის” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბალათი “ლივერპულიც” არის დაინტერესებული. პაულოდ მომავალი “იუვეში” სავარაუდოდ თებერვალში გადაწყდება, როცა კლუბის ხელმძღვანელობა და აგენტი ერთმანეთს შეხვდებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …