ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსსა“ და კალჩოპოლიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯების მოსყიდვა „იუვეს“ არაფერში სჭირდებოდა, რასაც 2006 წლის მუნდიალის ფინალიც ადასტურებს, როდესაც მოედანზე „იუვენტუსის“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო.
„შეხედეთ, ბევრი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემთან იმუშავა, კარგი მწვრთნელი გახდა, საუკეთესოებს შორის არიან დეშამი, ზიდანი, კონტე, გასპერინი. ყველანი ჩემთან გაიზარდნენ, როგორც ჩანს, მათ რაღაც კარგი ვასწავლე „იუვენტუსში“. „იუვეში“ ჩემი მუშაობის პერიოდში სამი მწვრთნელი მყავდა: ლიპი და კაპელო, რომლებიც სიმბოლოები იყვნენ და ანჩელოტი, რომელიც დანარჩენი ორისგან ოდნავ განსხვავდებოდა, კარგი სეზონები ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში იყო პერუჯას კატასტროფა იყო. ვაგრძელებდი მის მხარდაჭერას, რადგან ახალგაზრდა იყო. როცა ლიპის დაბრუნება გადავწყვიტე, ანჩელოტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი ისევ აკავშირებდა, მაგრამ მაშინ ბერლუსკონიმ დამირეკა და მითხრა, რომ „მილანში“ მისი გადაბირება სურდა.
კალოჩოპოლი? მსაჯების მოსყიდვა საჭირო არ იყო. ბერლინში, 2006 წლის მუნდიალის ფინალში მოედანზე იტალიის ნაკრების მაისურით 6 იუვენტინო იყო, ფრანგების რიგებში ტურამი, ზიდანი და ვიეირა თამაშობდნენ. თითქოს, ვილარ პეროზაში „იუვე“ A და „იუვე“ B თამაშობდნენ. თვითმკვლელობაზე თუ ვფიქრობდი? ყველაფერზე ვფიქრობდი, ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, მაგრამ რწმენა დამეხმარა“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო მოჯი “იუვენტუსში” 1994-2006 წლებში მუშაობდა.