მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლოს მიზანია “იუვეს” ლეგენდა გახდეს”

ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლოს მიზანია “იუვეს” ლეგენდა გახდეს”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და 22 წლის ფეხბურთელის პროგრესზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს მიზანია „იუვეს“ ლეგენდა გახდეს.

„ნიკოლო უფრო უკეთ თამაშობს იმ მატჩებში, რომელთა მნიშვნელობა უფრო დიდია. ეს იმიტომ ხდება, რომ ის ძლიერი ხასიათით გამოირჩევა. იტალიის ნაკრები? ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდება და ნიკოლო ერთ-ერთი მათგანია. როდესაც ვინმე „იუვენტუსში“ რეგულარულად თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრებისთვის მზადაა.

მწვრთნელის შეფასებები ეფუძნება მთელი კვირის მუშაობას და არა ერთ თამაშს. ფაჯოლიმ დაამტკიცა, რომ ალეგრის შეუძლია მისი იმედი ჰქონდა, რომ შეუძლია „იუვენტუსში“ თამაში და ამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. როდესაც ასეთი თანაგუნდელები გყავს, უნდა ისარგებლო ყველა შესაძლებლობით. ვფიქრობ, რომ ლოკატელიც უკეთ თამაშობს, როდესაც ნიკოლო მოედანზეა, რადგან ფაჯოლის აქვს ხარისხი და ბევრს დარბის. ეს ასევე „იუვენტუსის“ ახალგაზრდული აკადემიის დამსახურებაა, რადგან ეს არის სამუშაო, რომელიც შორიდან იწყება.

ნიკოლოს მიზანი „იუვენტუსის“ „დროშა“ გახდეს. ზაფხულში ბევრი შეთავაზება გვქონდა, მაგრამ ვუთხარი, რომ დარჩენილიყო „იუვეში“, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ითამაშებდა“, – თქვა დ’ამიკომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …