„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „იუვეს“ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა. როგორც მან აღნიშნა, კლუბს მაქსიმუმ 2 ქულით დაჯარიმება ემუქრება.
„იუვეს“ მაქსიმუმ 1-2 ქულის დაკლება ემუქრება, მაგრამ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა”, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური ანგარიშების გაყალბების თაობაზე „იუვენტუსის“ ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს და კლუბს შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაეკისროს.