მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა ანიელის ბოლო დღე პრეზიდენტის რანგში

ანდრეა ანიელის ბოლო დღე პრეზიდენტის რანგში

ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის ეპოქა დღეს ოფიციალურად დასრულდა.

ანიელისთვის ეს პრეზიდენტის რანგში ბოლო დღე იყო და კლუბი მას სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა. ანდრეა კლუბის პრეზიდენტად 2010 წლის 19 მაისს დაინიშნა.

13-წლიან პერიოდში „იუვემ“ 9 სკუდეტო მოიგო, 5-5-ჯერ კი იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. შედეგად, კლუბმა მის პერიოდში 19 ტიტული მოიგო, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, „იუვენტუსის“ ახალი ბორდი დამტკიცდება და პრეზიდენტის ფუნქციას მაურიციო სკანავინო შეასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …