მთავარი / სიახლეები / მოჯი: “იუვეს” გარეშე სერია A აზრს დაკარგავს”

მოჯი: “იუვეს” გარეშე სერია A აზრს დაკარგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ბებერ ქალბატონს“ სერია B-ში დააქვეითებენ, სერია A აზრს დაკარგავს.

„როცა საქმე ეხება კაპიტალის მოგებას, „ბიანკონერიმ“ მართლაც დაარღვია წესები, მაგრამ რაც ნათქვამია, თუნდაც სერია B-ში დაქვეითებაზე, გაზვიადებულია. „იუვენტუსი“ ყველას იზიდავს, ზოგს სიძულვილით, ზოგს სიყვარულით და რომ დააქვეითონ, სერია A-ს აზრი დაეკარგება.

15 დაკლებული ქულა რომ არა, „იუვენტუსი“ პოგბას, დი მარიას, კიეზას და სხვა ფეხბურთელების არყოფნის მიუხედავად, მაინც მეორე ადგილზე იქნებოდა. მიუხედავად მოედანს მიღმა არსებული რთული სიტუაციისა, გუნდმა ფოკუსირება სეზონზე უნდა მოახდინოს და განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე, რომლის მოგება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი იქნება“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …