მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “იუვე” განტევების ვაცია, რადგან მისი წარმატებები აღიზიანებთ”

ბერნარდესკი: “იუვე” განტევების ვაცია, რადგან მისი წარმატებები აღიზიანებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკი განაცხადა, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩში (სადაც ასეევ თამაშობდა), „იუვეს“ უქომაგებს.

როგორც ბერნარდესკიმ აღნიშნა, „იუვე“ განტევების ვაცია, რადგან მისი გამარჯვებები იტალიაში ბევრს აღიზიანებს.

„იუვე“ თუ „ფიორენტინა“? რა თქმა უნდა, უფრო მეტად „იუვესთან“ ვარ დაკავშირებული. კარგი თამაში იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ „იუვენტუსს“ უკეთესი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს. მგონია, რომ „იუვე“ მოიგებს, ზოგიერთი ფეხბურთელის წყალობით.

სასჯელი? ძნელია იმასთან შეგუება, რომ მხოლოდ ერთი გუნდი დაისაჯა. რაღაც, არასწორად გაკეთდა, ვფიქრობ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალი არ უნდა დავინახოთ, ყველაფერს უნდა შევხედოთ. „იუვე“ განტევების ვაცია, რადგან აღიზიანებთ. იმიტომ აღიზიანებთ, რომ იგებს და ყოველთვის იგებდა.

ხელფასების მანევრის საქმეზე ფეხბურთელების შესაძლო დისკვალიფიკაცია? ჩემი აზრით, წყალში ხვრელს ეძებენ. ჩვენ უბრალოდ ის გავაკეთეთ, რაც იმ რთულ პერიოდში ხელმძღვანელობამ გვთხოვა. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ფეხბურთელებს არ ეხებათ“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …