მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “არ ვიცი, პოგბა როდის დაბრუნდება”

ალეგრი: “არ ვიცი, პოგბა როდის დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან პოლ პოგბას დაბრუნება უახლოეს პერიოდში გამორიცხა.

„ბოლოს ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ხვალ განსხვავებული მატჩია, რადგან „ფიორენტინა“ კარგი გუნდია, რომელიც ბევრს დარბის და პრესინგს თამაშობს. ამიტომ, მოთმინების გამოვლენა დაგვჭირდება. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მინი-მიზნებზე და ჩვენს წინ მყოფ გუნდებზე, რომლებიც ამჟამად „ბოლონია“ და „ფიორენტინა“ არიან. შემდეგ ვიფიქრებთ ევროპა ლიგაზე. გუნდი კარგად მუშაობს, მაგრამ უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან სალერნოში ბოლო 30 წუთი არ მომეწონა.

რაბიო? ის არის ფეხბურთელი, რომელმაც 27 წლის ასაკში მიაღწია მნიშვნელოვან სიმწიფეს, როგორც ეს უმეტესი ფეხბურთელების შემთხვევაში ხდება. ხვალ ის ითამაშებს. დანილო? მონაცემები აჩვენებს, რომ კარგადაა და სანამ კარგადაა, ითამაშებს. დანილო კარგად ახერხებს საკუთარი თავის მართვას და სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება.

პოგბა არ იქნება განაცხადში, მაგრამ არ ვიცი, როდის დაბრუნდება. ალბათ, 20 დღეში. რეალობა ასეთია და ვერ გავექცევით, პირველი მე ველოდები მის დაბრუნებას. მენისკის დაზიანება ჰქონდა, რომელიც დროდადრო აწუხებს. მთელი ძალით მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის. ბონუჩი ამჯერადაც ვერ ითამაშებს, მაგრამ ორშაბათიდან ივარჯიშებს და „ნანტთან“ მატჩისთვის მზად იქნება. ბრემერი? კრემონაში არ იყო ბრწყინვალე, ვერც ნეაპოლიში ითამაშე კარგად, მაგრამ ეს თვითონაც იცის. მან ბოლო რამდენიმე მატჩში კარგად ითამაშა. ზოგადად, როცა ცუდად ვთამაშობთ, ეს ხდება გუნდურად და არა ინდივიდუალურად.

შემტევი ტრიო? არ ვიცი, რადგან დღეს დილით ვივარჯიშეთ, მაგრამ მატჩი ხანგრძლივია, შეცვლები მნიშვნელოვანია. ერთად თამაში დი მარია, კიეზა, ვლაჰოვიჩს შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწორი მომენტია საჭიროა. ხვალ დილით მივიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლებელია სამი ნახევარმცველით ან 4 მცველით თამაში, ან სამკაციანი დაცვის შენარჩუნება. შემტევი სამეულით თამაშისთვის საჭიროა თავგანწირვა და ისინიც მზად უნდა იყვნენ დაცვით ფაზაში გუნდის დასახმარებლად.

სასჯელი? ბიჭებმა ძალიან იყოჩაღეს, რადგან ყველაფერს სჭირდება ადაპტირება. „ნაპოლისთან“ მარცხის მერე „ატალანტასთან“ კარგად ვუპასუხეთ. ახლა გუნდმა იპოვა თავისი ბალანსი, დასახული გვაქვს მინი-მიზნები. ხვალ კარგად უნდა ვითამაშოთ, ისე როგორც სალერნოში. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …