„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსს“ კბილი გაჰკრა.
მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი მესამე ადგილზეა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა:
„დარწმუნებული ხარ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ“, – თქვა მოურინიომ.
მოგეხსენებათ, „იუვეს“ დაკლებულ 15 ქულას თუ დაუბრუნებენ, 59 ქულა ექნება და მეორე ადგილზე აღმოჩნდება, შესაბამისად, „რომა“ – მეოთხეზე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცნობილი 19 აპრილს გახდება.