ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ მატჩისთვის ემზადება და გუნდს სანაკრებო პაუზიდან ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელები – არა.
კონმებოლში შესარჩევი ციკლის მატჩები ჯერ არ დასრულებულა და ფეხბურთელები ტურინში მხოლოდ შაბათს დაბრუნდებიან, ისევე, როგორც ამერიკელი ვესტონ მაკკენი.
ალვარო მორატა ტრავმის გამო „რომასთან“ ვერ ითამაშებს და ესპანელი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, „ზენიტთთან“ შეხვედრაში იქნება ხელმისაწვდომი. პაულო დიბალას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, არგენტინელი ფეხბურთელი „ჯარლოსოსის“ წინააღმდეგ სავარაუდოდ თადარიგში იქნება.
მასიმილიანო ალეგრის შეტევაში, როგორც სანაკრებო პაუზის წინ, ახლაც მწირი არჩევანი აქვს და მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ისევ ფედერიკო ბერნარდესკისა და ფედერიკო კიეზას დუეტით ითამაშოს თუ, მოიზე კინი გაამწესოს სასტარტოში. სხვადასხვა გამოცემები იმასაც წერენ, რომ კაიო ჟორჟე შანსს მიიღებს და ძირითად შემადგენლობაში ფორვარდის პოზიციაზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ მატჩი 17 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.