ალვარო მორატამ ესპანურ მედიას განუცხადა, რომ „იუვენტუსში“ დარჩენა სურს. როგორც მან თქვა, თუ ეს ვერ მოხერხდა, „იუვეს“ პირველ ქომაგად დარჩება.
„იუვენტუსში“ დარჩენა მინდა, მაგრამ მომავალი ჩემზე არაა დამოკიდებული. მომდევნო სეზონში იქ თუ ვერ ვითამაშებ, მაშინ „ბიანკონერის“ პირველი გულშემატკივარი ვიქნები“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ესპანელ ფორვარდს 35 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელები ცდილობენ, რომ ღირებულების ფასი 15 მილიონამდე და ბონუსებამდე ჩამოიყვანონ.