მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “საბაბის ძებნას აზრი არ აქვს, რეალობას უნდა შევეგუოთ”

მანჩინი: “საბაბის ძებნას აზრი არ აქვს, რეალობას უნდა შევეგუოთ”

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში მუშაობას აგრძელებს. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის ფედერაციის პრეზიდენტთან განიხილავს სამომავლოდ გასაუმჯობესებელ საკითხებს და წასვლაზე მინიშნება აშკარად არ გაუკეთებია.

„პრეზიდენტს ამ დღეებში ვესაუბრე, ჩვენ ყველაფერზე ერთ აზრზე ვართ. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და მერე სამომავლოდ გასაუმჯობესებელ საკითხებს განვიხილავთ. თავიდან უნდა დავიწყოთ და გვახსოვდეს, რომ მომავალში მნიშვნელოვანი მატჩები გვექნება.

ახსნა-განმარტებებს აზრი არ აქვს. ჯგუფში შვეიცარიაზე მინიმუმ 2 ქულით მეტი უნდა დაგვეგროვებინა. ბაზელში მატჩი 3:0 უნდა მოგვეგო, ბულგარეთთან კი გოლეადა მოგვეწყო. გუნდი ყოველთვის თამაშობდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენთვის რაღაც არასწორად წარიმართა. თქვენ ყველას გახსოვთ ბაზელში შვეიცარიასთან მატჩი და 2:0 მაინც უნდა მოგვეგო, მაგრამ ასე მოხდა და აზრი არ აქვს საბაბის ძებნას, უბრალოდ რეალობას უნდა შევეგუოთ.

ამ 4 წლის განმავლობაში ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რაც შეგვეძლო, მოგვეგო და განსხვავებულად გვეთამაშა. ეს არ იყო მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ერთი თვე, არამედ სამწლიანი მოგზაურობა, სადაც თითქმის ყოველთვის ვიმარჯვებდით.

რა თქმა უნდა, გუნდს რამდენიმე ახალგაზრდა შეუერთდება, იმ იმედით, რომ ისინი კლუბებშიც მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ, რადგან ეს ფუნდამენტურია. ვიმუშავებთ ამაზე და ვნახოთ, როგორი იქნება ზოგადი სიტუაცია“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი გახდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …