მთავარი / სიახლეები / კიელინი სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს და შემდეგ MLS-ში წავა

კიელინი სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს და შემდეგ MLS-ში წავა

ჯორჯო კიელინი იტალიის ნაკრებში კიდევ ორ თამაშს ჩაატარებს და სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

კიელინი ხვალ თურქეთთან და შემდეგ 1 ივნისს, არგენტინასთან ლონდონში ითამაშებს და ნაკრებიდან წავა. ქალაქში, სადაც მან კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

იტალია და არგენტინა, როგორც ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ე.წ. „ფინალისიმას“ ითამაშებენ და კიელინიც ყოფნაც იქ, როგორც ევროპის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, იტალიური მედია წერს, რომ კიელინი სეზონის ბოლოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტსაც გაწყვეტს, რომელიც 2023 წელს იწურება, მაგრამ კარიერას არ დაასრულებს და სათამაშოდ ამერიკულ MLS-ს მიაშურებს.

ჯორჯო „იუვეში“ 2005 წლიდან თამაშობს და 552 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 115 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …