იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მომბლანომ, რომელიც „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და იუვენტინოა, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც მან განაცხადა, „პარი სენ ჟერმენმა“ ტურინულ გრანდს ნეიმარის იჯარით დამატება შესთავაზა. თუმცა, ტურინელთა პასუხი უცნობია. გარდა ამისა, მან თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ნანობს „მანჩესტერში“ გადასვლას და მზადაა „იუვენტუსში“ ხელფასის შემცირებით დაბრუნდეს, მაგრამ იტალიელები მის დაბრუნებას არ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ მომბლანო იყო პირველი ვინც, 2018 წელს „იუვენტუსში“ რონალდუს სავარაუდო ტრანსფერზე ინფორმაცია გაავრცელა.
ამჟამად რონალდუს დაბრუნება და ნეიმარს ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ იტალიურ მედიაში გამოხმაურება მაინც მოჰყვა.