მთავარი / სიახლეები / “იუვე” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას აგრძელებს

“იუვე” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსისთვის“ მატაის დე ლიხტთან კონტრაქტის განახლება პრიორიტეტულად რჩება.

იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში ფეხბურთელის გარემოცვასთან, კერძოდ რაფაელა პიმენტასთან შეხვედრა შედგება და მოლაპარაკებები დაიწყება კონტრაქტის განახლებაზე.

დე ლიხტს ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება და მისი ორი წლით განახლებაა მიზანი, მაგრამ ფეხბურთელის მხარეს სურს, რომ მისი გასათავისუფლებელი პუნქტი, რომელიც ამჟამად 120 მილიონ ევროს შეადგენს, შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …