მთავარი / სიახლეები / მედია: “იუვეს” ვლაჰოვიჩს იანვარში ყიდდა, ყველაფერი ბოლოს ჩაიშალა

მედია: “იუვეს” ვლაჰოვიჩს იანვარში ყიდდა, ყველაფერი ბოლოს ჩაიშალა

ესპანური გამოცემა As-ი დუშან ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ტურინულ კლუბს ის იანვარში პრაქტიკულად გაყიდული ჰყავდა.

წყაროს თანახმად, „იუვე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტრანსფერზე 100-120 მილიონი ევროს ფარგლებში მოურიგდა და ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა ტრანსფერი დაბლოკეს. შედეგად, დუშანი ისევ „იუვეშია“.

As-ი კი წერს, რომ ვლაჰოვიჩი ზაფხულში მადრიდის „რეალის“ სამიზნე იქნება, რომელიც კარიმ ბენზემას მემკვიდრეს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ვლაჰოვიჩის შესაძლო გაყიდვაზე იტალიური მედია ბოლო პერიოდია სისტემატურად წერს. სერბმა „ბიანკონერიში“ ჩატარებულ 42 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …