„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს იტალიური ფეხბურთის სისტემასთან პრობლემები აქვს.
მისთვის სხვანაირად აუხსნელია, რატომ ისჯება მხოლოდ „იუვენტუსი“ და რატომ ჩაითვალა რომაელთა პირველი გოლი.
„მილინკოვიჩ-სავიჩის უსამართლო გოლიდან 5 წუთის შემდეგ „იუვე“ სხვა გუნდს დაემსგავსა. როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არ არის აშკარა ბიძგი? VAR-მა კადრების ნახვის შემდეგ გოლი რატომ არ გააუქმა? იმიტომ, რომ ცხადია, „იუვეს“ საფეხბურთო სისტემასთან პრობლემა აქვს!
„ლაციოსა“ და „რომას“ კურვა სუდის რასისტული განცხადებები ეპატიათ, სამაგიეროდ, ამის გამო „იუვენტუსი“ ისჯება. არ მესმის რატომ: ვეთანხმები „რომასა“ და „ლაციოს“ მიმართ ლმობიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ რატომ ისჯება „იუვენტუსი“, რომელმაც დამნაშავე ფანები ორ საათში იპოვა?“, – თქვა მაურომ.