რომის „ლაციო“ ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერითაა დაინტერესებული. რომაელები ლუკას ლეივას შემცვლელს ეძებენ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება.
ფაჯოლის ტრანსფერის ინიციატორი მაურიციო სარია, რომელსაც 21 წლის იტალიელი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და სურს, რომ მომდევნო სეზონში მის განკარგულებაში იყო.
ნიკოლოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მიმდინარე სეზონი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, რომლის მაისურით 33 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ფაჯოლის აგენტს ტურინელები მომდევნო კვირაში შეხვდებიან და მის მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ ის კლუბთან კონტრაქტს განაახლებს და შემდეგ გაანათხოვრებენ. თუმცა, ჰორიზონტზე „ლაციოს“ გამოჩენამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს და ფეხბურთელმა კარიერა რომაულ გუნდში გააგრძელოს.