მთავარი / სიახლეები / კონტე: “საუკეთესო ფეხბურთელები, ვინც გამიწვრთნია, დელ პიერო და ბუფონი იყვნენ”

კონტე: “საუკეთესო ფეხბურთელები, ვინც გამიწვრთნია, დელ პიერო და ბუფონი იყვნენ”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ბრიტანულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში თავის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა გაიხსენა, რომელშიც „იუვენტუსიც“ ბუნებრივია, რომ ახსენა.

როგორც კონტემ აღნიშნა, მის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო ფეხბურთელი ორი იყო, რომელსაც ავარჯიშებდა, ორივე „იუვეს“ ლეგენდაა – ალესანდრო დელ პიერო და ჯანლუიჯი ბუფონი.

„ბევრი ტიტული მოვიგე, რთულია დასახელება ზუსტად რამდენი, მაგრამ ბევრი მოვიგე, როგორც ფეხბურთელმაც და როგორც მწვრთნელმაც. თუმცა, ბევრი ფინალიც წავაგე. მიუხედავად ამისა, ეს დადებითიც იყო, რადგან როცა აგებ, ზოგჯერ უფრო ძლიერი ხდები და ცდილობ მოუმატო.

ჩემი კარიერა „ლეჩეში“ „იუვენტუსში“ ტრანსფერით შეიცვალა, სადაც 13 წელი ვითამაშე. როგორც მწვრთნელის კი, გარდამტეხი იყო „არეცოში“ მუშაობა. ამის შემდეგ გავხდი ნამდვილი მწვრთნელი.

საუკეთესო თანაგუნდელი? „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდში ძალიან გამიმართლა, ასეთი ბევრი იყო – ზიდანი, დელ პიერო, ვიალი, ბაჯო. რთულია ერთის არჩევა, მაგრამ გამიმართლა, რომ მათთან ერთად ვითამაშე.

საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ვწვრთნიდი? ორს გამოვყოფ, რომლების ჯერ თანაგუნდელი ვიყავი, მერე მწვრთნელი – დელ პიერო და ბუფონი. ისინი წარმოუდგენელი ფეხბურთელები იყვნენ“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 1991-2004 წლებში თამაშობდა, ხოლო 2011-2014 წლებში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …